თბილისის მიუსაფართა თავშესაფარში 122 ადამიანი ცხოვრობს

821

თბილისში, ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარში, რომელიც 240 ადგილზეა გათვლილი, 122 ადამიანი ცხოვრობს. თავშესაფრის ბინადრები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და პირველად მედიკამენტებს, მათ 5 სოციალური მუშაკი ემსახურება, საჭიროების შემთხვევაში კი ფსიქოლოგიც. ინფორმაციას allnews.ge თბილისის მერიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ადამიანს მიუსაფართა თავშესაფარში დარჩენა 18 თვის განმავლობაში შეუძლია. თავშესაფრის მცხოვრებლები ორჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილები, რაც დღეში 2 800 კილოკალორიას გულისხმობს.

თბილისის მერიის წარმომადგენლის ცნობით, თუ 18-თვიანი ვადის შემდეგ, ბენეფიციარის სოციალური პირობები გაუმჯობესებული არ არის, ის თავშესაფარში რჩება.

მერიაში განმარტავენ, რომ თავშესაფარში ადამიანები მათი მიმართვის ან პოლიციის დახმარებით ხვდებიან.