გორელმა ბიზნესმენებმა ,,გორის აღორძინების ფონდი“ დააფუძნეს

ცნობილმა გორელმა ბიზნესმენებმა ზაურ საგანელიძემ და ზურაბ წკრიალაშვილმა ,,გორის აღორძინების ფონდი“ 2018 წლის 12 მარტს დააფუძნეს. დამფუძნებლებს შორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძეა ,,ევროპული საქართველოდან“. რაც შეეხება მეოთხე დამფუძნებელს, ის 22 წლის ვახტანგ საბანაძეა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

“ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. ამის თაობაზე, დეტალურად ვისაუბრებთ იმ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას და მედიას აუცილებლად დავპატიჟებთ,“ – თქვა კახა ბურჯანაძემ.

ფონდის წესდების მიხედვით, საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

1. საქველმოქმედო საქმიანობა
2. საქველმოქმედო პროექტების შექმნა და დაფინანსება
3. ახალგაზრდული პროექტების და აქტივობების ორგანიზება
4. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება
5. სოციალურად დაუცველებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელება
6. სახალხო დიპლომატიის განვითარება
7. სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის მიღება
8. საარჩევნო პროცესებშ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები