ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებები რუსთავში განიხილეს

536

16 მარტს, ქალაქ რუსთავში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. უნფორმაციას IDFI ავრცელებს.

შეხვედრა საპარლამენტო ღიაობის კუთხით საქართველოს მიღწევებს და სამოქმედო გეგმის ახალი ვალდებულებების შემუშავებას ეძღვნებოდა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობითა და IDFI-სთან თანამშრომლობით.

ღია პარლამენტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები 15 მარტს დაიწყო, მოიცავს საქართველოს მასშტაბით 9 ქალაქს და დასრულდება 2 აპრილს.