ყვარელში, მდინარე დურუჯის კალაპოტი იწმინდება

902

ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე დურუჯის კალაპოტი რვა კილომეტრის მონაკვეთზე იწმინდება. ადგილზე ღვარცოფის საწინააღმდეგო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ამ ეტაპზე, სამუშაოების 38% უკვე შესრულებულია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 544 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.