ქუთაისის მერია ავტომანქანების შეკეთებისთვის 340 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

869

ქუთაისის მერია მის ბალანსზე არსებული ავტომანქანების შეკეთებისთვის 340 000 ლარს დახარჯავს. თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი (NAT180004219) უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია ავტომანქანების შეკეთებისა და მათთვის სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისთვის.