ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობა დაიწყო

759

ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყავროკა-ცეცხლაურის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

საავტომობილო ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი რომანაძემ გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში 24 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიგანის ახალი ხიდი აშენდება. სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 289 860 ლარს დახარჯავს.