ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციაზე 1600000 ლარი დაიხარჯება

582

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, რეაბილიტაციაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტით გათვალისწინებულია მთლიანი ქუჩის მოასფალტება და საგზაო მონიშნვების  მოწესრიგება. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მოასფალტების შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ზებრა გადასასვლელები დაიხაზება. ასევე, გათვალისწინებულია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა.

მერის მოადგილის ინფორმაციით, რომ ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია საკურორტო სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.