ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

425

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევსა და ქროლში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სოფელ ქროლში ბეტონის საფარი 2 030 მეტრზე მოეწყობა, ხოლო ღარიხევში, დეკანოსიძეების უბანში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 1 200 მეტრზე განხორციელდება. 

ქროლისა და ღარიხევის გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან 331 592 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 5%-ია.

გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.