წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე გარეგანათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

637

წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე გარეგანათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უკვე დასრულებულია ნათურების გამოცვლა, ამჟამად კი, არსებული 8 კმ-იანი მკვებავი კაბელის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, სამუშაოები მარტის თვის ბოლომდე დასრულდება.

წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალური გზის გარეგანათების საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.