ხაშურში უფუნქციო შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

599

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ ჩართულობით ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე უფუნქციო ყოფილი რესტორნის ნანგრევების დემონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შენობა, რომელიც ქალაქის შემოსასვლელში იყო განთავსებული, რამდენიმე წელია თავის ფუნქციას აღარ ასრულებდა და ნანგრევებად იყო ქცეული. მისი მძიმე ვიზუალური მდგომარეობა ცუდად აისახებოდა ქალაქის ამ მონაკვეთის იერსახეზე. ბორჯომის ქუჩა ქვეყნის აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი ნაწილების შემაერთებელი ცენტრალური მაგისტრალის ნაწილია, სადაც ინტენსიურად გადაადგილდება როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ისე ტურისტების დიდი ნაკადი.

უფუნქციო შენობის დემონტაჟის შემდგომ ქალაქის შემოსასვლელის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.