ხაშურში ბაზრის ტერიტორიიდან უნებართვო ჯიხურები აიღეს

759

ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე ბაზრის ტერიტორიიდან უნებართვო ჯიხურები აიღეს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რვა ერთეული უნებართვო ჯიხური, რომლებიც სამელიორაციო არხის (ე.წ. შოლას) ზედაპირს ფარავდა და სტიქიის შემთხვევაში დამატებით საფრთხეს წარმოადგენდა, ხაშურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით აიღეს.

ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ თანამშრომლებმა ჯიხურებისგან გათავისუფლებული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაიწყეს.