გუდაურში ,,გადასახედი“-ს მონუმენტის რეაბილიტაცია დასრულდა

1309

გუდაურში ე.წ გადასახედის  მონუმენტის პირველი ეტაპის  რეაბილიტაცია დასრულებულია. ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული მონუმენტი დახვდებათ. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში გაკეთდა მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, მოხდა კონსტრუქციის გამაგრება. ასევე, მონუმენტამდე მისასვლელ  გზაზე ქვაფენილი დაიგო.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდა.

განახლებული მუნუმენტი დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.  მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გარე პერიმეტრის რეაბილიტაციას -პარკინგის, დასასვენებელი ადგილებისა და სავაჭრო ობიექტების მოწყობას. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.