ხონის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციას პროაქტიულად არ აქვეყნებს

1140

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ხონის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ხონის საკრებულომ 2014 წლის 15 სექტემბერს მიღებული N40 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://www.khoni.gov.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

  • მიღებული დადგენილება არ მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • ხონის საკრებულოს N40 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში; ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებსა და კონკურსის შედეგებს; ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ; საკრებულოს სხდომების ოქმები, პეტიციები და სხვა.

დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ხონის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე