რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი

1157

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ტყიბულის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ტყიბულის საკრებულომ 2015 წლის 18 ნოემბერს მიღებული N38 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://tkibuli.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

  • მიღებული დადგენილება არ მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • ტყიბულის საკრებულოს N38 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვარვენ ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებსა და კონკურსის შედეგებს; ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ; საკრებულოს სხდომების ოქმები, პეტიციები და სხვა.

დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ტყიბულის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე