კახეთში პირველი უმაღლესი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში პირველი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობი განხილვის მიზნით, თელავის უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეწვივნენ.

თელავის უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, სადაც რეაბილიტაციისა და აღჭურვის შემდეგ, ახალი კოლეჯი განთავსდება, შესაძლებელია აგრარული მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედებაც, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ადგილზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება.

მსგავსი სიახლეები