ავტობუსის გაჩერებებზე მსუბუქი მანქანის დაყენებისთვის ჯარიმა 50 ლარამდე გაიზრდება

746

მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ავტობუსებისთვის მონიშნულ ადგილებზე გაჩერების შემთხვევაში შესაძლოა ჯარიმა გაეზარდოთ. კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომოტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“იზრდება სანქცია, იყო ჩვეულებრივ 10 ლარი და გახდება 50 ლარი, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ არასწორი პარკირება, ეს არის მოძრაობის შეფერხება და ავტობუსებისა და მარშუტკებისთვის, რომლებიც იქ უნდა გაჩერდნენ, ხელის შეშლა”, – აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი კახა კუჭავა.

ამავე საკანონმდებლო პაკეტში საუბარია ტრანზიტულად მოძრავი ავტომობილებისთვის ჯარიმის გაზრდაზეც, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილების შემთხვევაში სატვირთო და დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების მძღოლები 20 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან უნდა გაჩერდნენ. მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ