თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებას აპროტესტებს

669

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებას აპროტესტებს. საკრებულოს უმცირესობის წევრები პარლამენტში მივიდნენ, სადაც ტაქსების აღრიცხვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ წუთებში პირველი მოსმენით მსჯელობს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“მთავარი ამოცანა ამ კანონპროექტისა მდგომარეობს შემდეგში, რომ ქალაქში ტაქსისტებისთვის დაწესდეს ახალი გადასახადი. ცალსახად გვეუბნება ეს კანონპროექტი, რომ ლიცენზირება იქნება ფასიანი, თუკი თავიდან ეღირება x თანხა, რაღაც პერიოდის შემდეგ 2x ეღირება, ანუ კიდევ უფრო გაძვირდება. შესაბამისად კანონპროექტის მიზანი, რომ თურმე საცობების პრობლემა მოგვარდება იმით, რომ ტაქსები 50 ან 100 ლარს გადაიხდიან ლიცენზირებაში, რა თქმა უნდა ამას ვერ დავეთანხმებით”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორები კახა კუჭავა აცხადებს, რომ ტაქსების აღწერა მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნას და მათ უსაფრთხოებას ემსახურება:

“პირველ ეტაპზე არ წესდება არანაირი მოთხოვნა რეგისტრაციის გარდა. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, საკრებულო გახდება ვალდებული მიიღოს შესაბამისი წესები, რომლის მიხედვითაც დარეგულირდება პირველი, მეორე და მესამე ეტაპი. იქნება ერთიანი ტაქსის ნიშანი, რომელიც ამ ნებართვის შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ იდენტიფიცირება მოხდეს, რომ ეს არის ნებადართული მერიის და საკრებულოს მიერ და იქნება შიდა აბრები, სადაც მითითებული იქნება ტაქსიატის სახელი და გვარი, ფოტოსურათი და ნებართვის ნომერი, რაც ადვილი იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს ნამდვილად ის ტაქსისტია, თუ სხვა ზის საჭესთან”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

სარეგისტრაციოდ ტაქსებს ერთჯერადად სავარაუდოდ 50 ლარის გადახდა მოუწევთ, თუმცა ამ თანხაზეც საკრებულომ უნდა იმსჯელოს.