გორის კომბინატის დასახლებაში ძველი სტადიონი განახლდება

948

ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში, მინისტადიონი მოეწყობა. ამისათვის გორის მერიამ 45 ათასი ლარი გამოყო. პროექტის მიხედვით, რომელიც შპს ,,გეომ” ჯერ კიდევ 2015 წელს შეადგინა, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ძველ სტადიონზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

განთავსდება როგორც ფეხბურთის კარები, ასევე, კალათბურთის ფარები. ასფალტ-ბეტონიანი მოედანი დაიხაზება და სტადიონი შემოიღობება. სამუშაოები 3 თვეზეა გაწერილი.