ზუგდიდის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება ახალი ფრაქცია „ევროპული საქართველო“. შესაბამისი განცხადებით, საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას დეპუტატმა ბათლომე შელიამ მიმართა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

შელიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე თავად არის, მისი მოადგილე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გელა თოლორაია იქნება. ფრაქციაში მესამე წევრი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი ღურწკაიაა.

ბათლომე შელიას თქმით, გელა თოლორაია ფრაქციაში გაწევრიანების პარალელურად გახდა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრიც, რადგან იზიარებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს.

დეპუტატის თქმით, ახალი ფრაქციის დარეგისტრირების შესახებ განცხადება კომისიამ უკვე ცნობად მიიღო.

საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით შესული გელა თოლორაია ჯერ არცერთ სხდომას არ დასწრებია.

მსგავსი სიახლეები