ბორჯომში სანიაღვრე ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

673

ბორჯომში თორის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელს რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ცენტრალური გზის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს არხის კედლების მშენებლობა, ასევე ცხაურებისა და გოფრირებული მილების მოწყობა.

სანიაღვრე სისტემა წლებია მოუწესრიგებელია,  უხვი ნალექის დროს კი,  წყლით იტბორებოდა და ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას ხელს უშლიდა.

პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება.