სოფელ თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მარტის ბოლოს დასრულდება

583

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  367 367 ლარი გამოიყო.  რეაბილიტაციას შპს „ინტერ +“ ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება სახურავი, საბავშვო ჯგუფებში მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, მონტაჟდება ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები, ასევე კეთილმოეწყობა ეზო.