ფოთის მერიის ოფიციალური ვებგვერდი გადაუხდელობის გამო გათიშულია

656

ფოთის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – poticity.ge 3 თვის გადაუხდელობის გამო გათიშულია. ამის შესახებ ინფორმაცია Droa.ge-ს Proservice-ის ტექნიკურმა სამსახურმა დაუდასტურა.

ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანი კილასონიამ  Droa.ge-ს თავდაპირველად განუცხადა, რომ საიტი დროებითი ხარვეზის გამო გაითიშა, ხოლო მას შემდეგ რაც  Proservice-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ შეიტყო თქვა,  რომ ვებგვერდი ახალ  მისამართზე გადადის და სწორედ ამ მიზეზით გაითიშა.

ამ დროისთვის ფოთის მერიის პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხელმიუწვდომელია.