მეზღვაურთა ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება

541

მეზღვაურთა ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ასფალტ – ბეტონის საფარი; საყრდენი კედელი;  ბაზალტის ბორდიურები;  ტროტუარები ორშრიანი დეკორატიული ფილებით;  უსინათლოთა ბილიკები.

პროექტის ღირებულება 344 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ერტედე“ ასრულებს.