ბათუმის საკრებულოში ოპოზიციასთან შესახვედრად ქალაქის მერი არ მივიდა

734

ბათუმის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობასა და ქალაქის მერს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. ინფორმაციას imedinews. ge ავრცელებს.

ლაშა კომახიძე ოპოზიციის შეხვედრაზე არ მივიდა. მირდატ ქამადაძის შეფასებით, მერი კრიტიკულ შეკითხვებს გაექცა. მისივე თქმით, შეკითხვები აქტუალურ თემებს შეეხება, როგორიცაა, მშენებლობა რუსთაველის ქუჩაზე, ხელფასების გაზრდა საბავშვო ბაღებში და რატომ მიდიოდნენ ბათუმელი შემსრულებლები პუტინის მიერ დაფინანსებულ ფესტივალზე რუსეთში.

ბათუმის მერის განცხადებით, შეხვედრა ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის მოუხერხებელ დროს შესთავაზა. ის მზად არის ოპოზიციას თვის ბოლოს შეხვდეს.