ქალაქ ფოთში მრავალსართულიანი ბინების სახურავების და ეზოების კეთილმოწყობა იწყება

601

ქალაქ ფოთში მრავალსართულიანი ბინების სახურავების და ეზოების კეთილმოწყობა იწყება. ელექტრონული ტენდერი 3 მრავალსართულიანი სახლის სახურავის კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე თვის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ეზოების კეთილმოწყობაც. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 200 ათასი ლარით ფინანსდება.

ქალაქ ფოთში მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური რემონტი ორ ეტაპად განხორციელდება.  მიმდინარე წელს 6 საცხოვრებელ კორპუსს მოეხსნება სახურავის პრობლემა.