გორის საკრებულოში 5 კომისიიდან 4-ის თავმჯდომარე კაცია

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია არსებობს. მათგან ოთხის თავმჯდომარე კაცია. კომისიების განახლებული შემადგენლობა დეპუტატებმა 9 მარტის სესიაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

დღევანდელი მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებობს:

  • სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომისია
  • სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია
  • ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისია
  • ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისია

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 40 წევრი ჰყავს. მათგან 33 კაცია.

მსგავსი სიახლეები