ახალციხეში, საბარგო სადგურზე 6 ქუჩა მოასფალტდება

ახალციხეში საბარგო სადგურზე ბორჯომის, აღმაშენებლის, აბასთუმანის, ჭონქაძეს, გიორგი ბრწყინვალესა და ტაბიძეს ქუჩები მოასფალტდება. თუმცა მანამდე აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა უნდა დასრულდეს. ექვსი ქუჩის მოასფალტებისთვის ტენდერი 1 474 746 ლარზე გამოცხადდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

საკანალიზაციო სისტემას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვი–აი–პი“ აკეთებს. კომპანიამ სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და ხუთი თვის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა, პროექტში ცვლილებები შევიდა და მშენებლობა აპრილში დასრულდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 894 849 ლარია. ამ თანხით მოეწყობა 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი.

რაც შეეხება ქუჩების მოასფალტებას, ტენდერში წინადადებების მიღება 17 მარტიდან დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები