სიტი პარკი: ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ტელევიზიით შევიტყვეთ

618

წინა სტატია

კომპანია “სიტი პარკის” განცხადებით, მათთვის თბილისის მერიის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და ეს ამბავი ტელევიზიით შეიტყვეს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით მერიასა და “სიტი პარკს” შორის კონსულტაციები არ ყოფილა.

ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, “სიტი პარკი” სასამართლო დავას არ გამორიცხავს.

კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს.