სოფელ ილიაწმინდის მოსახლეობამ გასხვისებული მიწების დაბრუნება მოითხოვა

წინა სტატია

სიღნაღის მერიასთან, სოფელ ილიაწმინდის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივებმა წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული მიწების დაბრუნება მოითხოვეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც აქციის მონაწილებმა განაცხადეს, რამდენიმე წლის წინ მათი ნებართვის გარეშე მიწები უცხოელ ინვესტორებზე გასხვისდა, სოფელს კი ალტერნატიული ფართი არ აქვს.

მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სოფელ ილიაწმინდის საძოვრები და მიწა წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და უცხოელ მფლობელს ტერიტორია საკუთებაში კანონიერად აქვს.

კახეთში სულ უფრო მეტ სოფელში ჩივიან, რომ საძოვრების გარეშე დარჩნენ. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით, 134 მოსახლეს 25-წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები რამდენიმე დღის წინ გადაეცა.

მსგავსი სიახლეები