მარნეულის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მარნეულის “სოფწყალს” უხელმძღვანელებს

689

შპს “მარნეულის სოფწყალის” უფროსად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი დაინიშნა. აბდულაევის თქმით ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 2018 წლის 7 მარტიდან შეუდგა.  ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

თავდაპირველად შპს “მარნეულის სოფწყალის” ხელმძღვანლის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება მარენეულის მერმა, თემურ აბაზოვმა გასული წლის 8 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. იმ დროისათვის “მარნეულის სოფწყალის” დირექტორი ბადრი ქველაძე მერის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლოდა და მისი განთავისუფლება რადიო “მარნეულისაგან” შეიტყო.

ნაბი აბდულაევის თანამდებობაზე დანიშვნამდე შპს “მარნეულის სოფწყალის” დირექტორის მოვალეობას ალექსი მამუკაშვილი ასრულებდა.