ბურჯანაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს სტრასბურგში ასაჩივრებს

883

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგებს სტრასბურგში ასაჩივრებს.

„2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ხელისუფლებამ გამოიყენა ზეწოლის ყველა უკანონო ბერკეტი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად (მათ შორის: ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, ძალადობა, მოსყიდვა და ა.შ). ამას გარდა, დამკვიდრდა გაყალბების სრულიად ახალი პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ფორმალურადაც კი არ განიხილა ოპოზიციის მიერ წარდგენილი საჩივრები და საერთოდ არ იმსჯელა დარღვევების შინაარსზე.
12 მარტს ხელი მოეწერა ოპოზიციის ერთობლივ სარჩელს, რომელიც მიმდინარე კვირაში სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. უპრეცენდენტო შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ სარჩელს ხელს აწერს უკლებლივ ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია“, – წერია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.