გორის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ნაგვის ურნები არ არის

680

გორის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ნაგვის ურნები ამ დრომდე არ შეუტანიათ. ინფორმაცია გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაადასტურა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გივი კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 900 ურნის შეძენას ფიქრობენ: “თავდაპირველად 450 ცალის ყიდვას ვაპირებთ. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარჩენილ რაოდენობას კი,  წლის ბოლომდე შევიძენთ”, – განმარტა კობახიძემ.