პროგრამა “შენი იდეა მერს” ფარგლებში კალაძეს პარკირების პრობლემის მოგვარების იდეა შესთავაზეს

861

„მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისის მერს კახა კალაძეს, პროგრამის „შენი იდეა მერს” ფარგლებში, პარკინგის პრობლემის მოგვარების კიდევ ერთ რეკომენდაციას სთავაზობს.მენაშენეების მოსაზრებით, კიდევ ერთი გამოსავალი პარკინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად უქმად არსებული პარკინგების მომგებიანად გამოყენებაა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

მენაშენეთა ასოციაციის რეკომენდაციაში წერია:

“რეკომენდაცია #8 – გადაცვალე უქმად მდგომი პარკინგი მომგებიანი კომპანიის აქციებში გადაცვლას გულისხმობს.

წინა რეკომენდაციები ითვალისწინებდა პარკინგის საფასურის გაზრდას, რაც, მენაშენეების აზრით, დარგით კერძო ინვესტორებს დააინტერესებს. გარდა ამისა, დეველოპერებისთვის გარკვეული შეღავათებიც იყო გათვალისწინებული, რაც ქალაქის ცენტრში მშენებლობის დროს სავალდებულო პარკინგის ადგილის ნაცვლად თუ მერიის სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ სოლიდურ თანხას. ასეთ შემთხვევაში მერიას გამოუჩნდება ფინანსური ფონდი, რომლითაც დედაქალაქის ცენტრში შეძლებს პარკინგების აშენებას.

შესაბამისად, თუ მოხდება პარკირების საფასურის გაზრდა, რაც გაამოიწვევს ამ ბიზნესის მომგებიანობას და თუ მოხდება დეველოპერების მიერ არაშენებული პარკინგების საფასურით ფონდის შექმნა, მაშინ შესაძლებელი გახდება გონივრული შეთავაზების გაკეთება რკინის ფარეხების კერძო მფლობელებისთვის, რომელთა ფარეხები დღეს უქმად დგას და ავიწროვებს რეკრეაციულ ზონებს. კერძოდ კი, მათ ფარეხების სანაცვლოდ გადაეცემათ იმ კომპანიის აქციების ნაწილი, რომლებიც ცალკე მდგომ პარკინგების შენობებს ააშენებს” – წერია “მენაშენეთა ასოციაციის” რეკომენდაციაში, რომელიც “შენი იდეა ქალაქის მერს“-ის ფარგლებში თბილისის მერს კახა კალაძეს შესთავაზეს.