გორის მერიაში სოფლის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

1459

ორის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე რეგიონული შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

შეხვედრის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ინფორმირება და მხარდაჭერა სოფლად მდგრადი განვითარების ეფექტური მიდგომების დანერგვაში.

შეხვედრის მონაწილეებმა, თემატურ ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე, რაც ასევე ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევაზე.

გორის მერიის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დეთმო საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას, სამოქალაქო და სათემო მონაწილეობისა და სოფლის განვითარებაში ევროპული მოდელების, მათ შორის თემზე დამყარებულ ადგილობრივ განვითარებაში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის მნიშვნელობას.

შიდა ქართლის გარდა, ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების საკითხებზე მსგავსი რეგიონული შეხვედრები გაიმართება: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში.

შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი 2013-2019 წლების ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. #სოფლისგანვითარებისპოლიტიკა