თელავში ცხრა საუკუნის ჭადრის ხმობა შეაჩერეს

710

თელავში ცხრა საუკუნის ჭადარის გახმობის პროცესი შეჩერებულია, – ამის შესახებ “კახეთის ხმას” თელავის მერმა განუცხადა. 

შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ჭადრის გაჯანსაღების სამუშაოებს ქართველი სპეციალისტები, სავარუდოდ, აპრილის ან მაისის თვეში დაიწყებენ.

„ჩამოყვანილი გვყავს ჯგუფი. მათ შეისწაველეს ჭადრის მდგომარეობა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, ცხრა საუკუნის ჭადარს გახმობა არ ემუქრება. სპეციალისტების ინფრმაციით, ეს პროცესი შეჩერებულია. არის გარკვეული დაავადება, რომლის მკურნალობა აპრილი-მაისის თვიდან უნდა დავიწყოთ. სამკურნალო სამუშაები საკმაოდ ძვირი ჯდება“, – თქვა შოთა ნარეკლიშვილმა.