გიორგი კვირიკაშვილი: გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია პატრიოტული და მამულიშვილური საქმეა

681

წინა სტატია

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერის განცხადებით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცაცია პატრიოტული და მამულიშვილური საქმეა.

“დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ახალი ტფილისის პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა არის მართლაც პატრიოტული, მამულიშვილური საქმე იმისათვის, რომ თითოეულ ამ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე. ეს არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთად, როგორიც არის დღეს და აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში.

წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ და უყურადღებობამ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა, ამიტომ ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე, რომ დღეს ამ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას ვიწყებთ. არა მხოლოდ ამ მოედნის, არამედ მიმდებარე ქუჩების და მთლიანობაში 30-მდე შენობა-თავისი ულამაზესი ეზოებით აღდგება. აქედან 18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომაც არის ეს პროექტი განსაკუთრებული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზენტაციაზე კახა კალაძემ მოუწოდა ხელოვნებათმცოდნეებს, რესტავრატორებსა და დაინტერესებულ პირებს, ჩაერთონ თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში.

თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი 17 თებერვალს დაიწყო.

4 ეტაპი გუდიაშვილის მოედანზე უკვე დასრულებულია. ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.