ახმეტაში ილტოს ხეობისათვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

789

ხმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს ხეობის სოფლებისთვის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. პეტიციაში ნათქვამია, რომ რეგიონიდან ყოველწლიურად იკლებს ახალგაზრდების რაოდენობა და არ ფუნქციონირებენ სკოლები. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

,,მხოლოდ ერთი სკოლაა სოფელ ნადუქნარში, სადაც ძალიან ცოტა მოსწავლე დადის. თუ ამ ადგილს მიენიჭება მაღალმთიანის სტატუსი, მოსახლეობისათვის ამ სტატუსით მოსარგებლე ადგილისთვის არსებული შეღავათები მეტად იქნება საინტერესო და ახალაგზრდების მიგრაციაც შემცირდება. აღნიშნული რეგიონი არის ტურისტული თვალსაზრისითაც სტრატეგიული, შესაბამისად გთხოვთ, ამ ადგილს მიანიჭოთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი”, – წერია პეტიციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ილტოს ხეობა ყველა კრიტერიუმს აკმაყო­ფილებს, ჯერჯერობით მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ მინიჭებია.

ილტოს ხეობაში შემავალი შახვე­ტილას თემის მაჟორიტარი დეპუ­ტატი გიორგი უძილაური განმარტავს, რომ კანონპროექტი შეღავათებს ითვალისწინებდა ამ ხეობისთვისაც, რომლის გამოც 15 კომლი სახლებს დაუბრუნდა, ახლა კი არსებობს სასაზღვრო ტერიტო­რიის სრულად დაცლის საფრთხე.

,,ილტოს ხეობის სოფლები განიც­დი მიგრაციას. ხეობაში არ არსებობს მაღაზია, ბაგა-ბაღი, საჯარო სკოლა, სამედიცინო პუნქტი. ხეობის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრო­ბლემაც მძაფრად დგას. 4 სოფელი ქვემო ჩოფჩაური, ჯაბური, ბუხრები და ბუღაანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ილტოს ხეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელსაც ჩრდი­ლოეთით ესაზღვრება ინგუშეთი და ჩეჩნეთი, სასაზღვრო ზონაში ბოლო დასახლებული პუნქტია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუშალოს ამ დასახლებული პუნქტიდან მოქალაქეების გადინე­ბას, მთავრობა ართმევს იმ პრივი­ლეგიასაც, რასაც ითვალისწინებს მთის კანონი”, – თქვა გიორგი უძილაურმა.