თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1395

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაო 2300 კვ.მ. ფართობზე ჩატარდა – დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოეწყო ტროტუარები.

ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 84 700 ლარი გამოყო. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.