ბორჯომში ნახანძრალი კორპუსის გადახურვას იწყებენ

705

წინა სტატია

ბორჯომში, თორის ქუჩაზე N44-ში მდებარე კორპუსში ხანძრისგან დამწვარი სახურავის გასაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტენდერი არ ცხადდება, არამედ მერია სახურავს, პირდაპირი შესყიდვის წესით, შპს „my town“–ი შეცვლის.

შვიდ მარტს ბორჯომის მერიამ დაზარალებულ ორ ოჯახს სურსათისა და ტანსაცმლის შესაძენად 700–700 ლარი დაურიცხა.

თორის ქუჩაზე N44-ში 10 დღის წინ მოხდა. 24 თებერვალს მეორე სართულზე კორპუსში ჩაშენებულ საკვამურში მოდებულმა ცეცხლმა ერთი ოჯახს ბინა მთლიანად დაუწვა, სამს კი ჭერი დაუზიანა. ის ვინც უბინაოდ დარჩა, ბორჯომის მერიამ დროებით ნაქირავებ ფართში გადაიყვანა. მას შემდეგ, წვიმის დროს, სამ ოჯახს სახლში წყალი ჩასდის.