ზუგდიდის მთავარი ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი მერს ზეწოლაში ადანაშაულებს

737

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიასა და ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ზეინაბ მორგოშია აცხადებს, რომ 2017 წლის დეკემბერში ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება და ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა.

მორგოშიას თქმით, მისი მეუღლე ალიოშა ალანია იყო სოფელ დავითიანის გამგებელი,რომელიც ასევე პოლიტიკერი ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ადგილას საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავი დანიშნეს. როგორც ზეინაბ მორგოშია აცხადებს, არსებობდა საფრთხე მისი სიცოცლის ხელყოფისა და შესაბამის ორგანოებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება ბიბლიოთეკების გაერთიანებას, ქაცარავას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში იანვარში თანამშრომლებს ანაზღაურება არ მიუღიათ. მათ მხოლოდ თებერვლის თვის ხელფასი დაერიცხათ.