ქუთაისში სოცდაუცველი ოჯახების სახლების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

947

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების ავარიულ სახურავებს შეაკეთებს. ამ ეტაპზე სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა ტენდერი. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ტენდერის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 60 ობიექტისთვის შეადგინოს.

პროექტი უნდა შეთანხმდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურთან.