თბილისის მერიის ინიციატივით, პარტიები, რომლებიც თბილისში საარჩევნო პლაკატებს არ მოხსნიან, დაჯარიმდებიან

1024

თბილისის მერია ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად ახლო მომავალში გადაეგზავნება.

ცვლილებების ერთ-ერთი კომპონენტია დედაქალაქის იერსახის დაბინძურებისთვის სანქციების გაზრდა. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თბილისის ქუჩებიდან საარჩევნო პლაკატებს არ მოხსნიან დაჯარიმდებიან.

“პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები ჩამოხსნან, რადგან ეს აბინძურებს გარემოს”,- განაცხადა კახა კალაძემ.