თბილისში ობიექტებს ქართული აბრის გასაკეთებლად ვადა აპრილამდე მიეცემათ

551

წინა სტატია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ობიექტებს, სადაც მხოლოდ უცხოენოვანი წარწერებია, ქართული აბრის გასაკეთებლად ვადა აპრილამდე მიეცემათ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

კალაძის თქმით, პარლამენტში აგზავნიან კანონპროექტს, რომელიც ქართული წარწერის გამოუყენებლობაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

“ვიყავით კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც არსებობს ეს პრობლემა, არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვ, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა და ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება. ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით. ეს არის ის მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრგიდეს. ქართულ ანბანს ყველამ უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

26 თებერვალს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თქვა, რომ შენობების გარეწარწერების საკითხთან დაკავშირებით ენის დეპარტამენტი მერიის სხვადასხვა შესაბამის სამსახურთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში უცხოენოვან წარწერებს დიდი ყურადღება მიექცევა. კალაძის თქმით, მან შესაბამისი დავალება ზედამხედველობის სამსახურს უკვე მისცა.