1tv.ge – 7 მუნიციპალიტეტი გაიყოფა

580

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მთავრობის მიერ ინიცირებულ დადგენილებას მხარი დაუჭირა.

ცვლილების მიხედვით, 7 თვითმმართველი ქალაქის გარეთ დარჩენილი ტერიტორიები მუნიციპალიტეტებად ჩამოყალიბდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვარაუდობენ, რომ დადგენილებას საკანონმდებლო ორგანო ხვალინდელ სესიაზე დაამტკიცებს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ შენიშვნები აქვთ ოპონენტებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, კანონპროექტის განხილვა დაგვიანებულია.

 

იხილეთ ვიდეო