თბილისის საკრებულოს თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ წევრს უფლებამოსილება შეუჩერდა

612

წინა სტატია

თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარს უფლებამოსილება შეუჩერეს. თუ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს სასამართლო დამნაშავედ ცნობს, კრწანისში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. საკითხზე დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე 28 თებერვალს დააკავეს.