ბათუმში ყინულის არენის მშენებლობა მიმდინარეობს

615

წინა სტატია

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, ასევე, დღესასწაულების, კონცერტებისა და გამოფენების მოსაწყობად. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას ინფრასტრუქტურისა და სპორტული ტურიზმის მიმართულებით.