ბათუმში ესტაკადის მშენებლობა შემოდგომამდე დასრულდება

829

წინა სტატია

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობის დასრულებას მშენებელი კომპანია ივლისში ვარაუდობს. ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 14 მილიონ 370 ათასი ლარია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა. პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში ერთკილომეტრიანი იქნება“.

მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ ასაქცევი გზის თითქმის ნახევარი გაკეთებულია და მაისში ეს მონაკვეთი მთლიანად დასრულდება.

პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს – ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას.

ესტაკადის მშენებლობის გამო, მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა.