თბილისის საკრებულო დაკავებული თემურ გორგაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს დღეს განიხილავს

613

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე წარმომადგენლობითი ორგანო დღეს იმსჯელებს.

განხილვის შემდეგ მას სტატუსი ოფიციალურად შეუჩერდება.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე 28 თებერვალს დააკავეს.

გარდა ამ საკითხისა, სხდომაზე დეპუტატები 25 სხვა საკითხზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ბიბლიოთეკების საკითხიცაა. დეპუტატებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დაფუძნების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ.