ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დასრულდა

917

წინა სტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დაასრულა – ოფიციალურად ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში 17 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ფუნქციონირებს. ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.

„ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ ხელმძღვანელად მერმა საკუთარი კადრი –  თენგიზ ქუტიძე დანიშნა;  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრ. კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლის“ ხელმძღვანელად ლელა შარაშენიძე დატოვეს; ცვლილება არ შეხებია „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას“, რომელსაც ისევ გოგა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს.

უცვლელია  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის“ და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი – სურათების გალერეის“ ხელმძღვანელები – ამ თანამდებობებზე ისევ კახა ვასაძე და ავთანდილ თავართქილაძე დაინიშნენ; ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საფეხბურთო კლუბი „მერცხალს“ – ეს თანამდებობა მურთაზ აბაშიძემდაიკავა.

ასევე, ახალი კადრია დანიშნული  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორად – ეს თანამდებობა კონსტანტინე შარაშენიძემ მაკა ჭყონიას ჩააბარა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქორეოგრაფიული ანსამბლ „გურიას“ ისევ ნათია დუნდუა უხელმძღვანელებს;  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრს“ – ლაშა კუტალაძე;„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკას“ – ლიკა ბაქანიძე.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე  მაია ქუტიძეა დანიშნული; შპს „ტექნოსერვისის“ – დავით რუსიეშვილი; შპს „სატისის“ ხელმძღვანელი დავით ცერცვაძეა; შპს „მუნიციპალური ტრანსპორტის“ – ამბაკო გოგოტიშვილი; ხოლო „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლის“ ხელმძღვანელად – ქეთევან ლორთქიფანიძე.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას“ – ეს თანამდებობა შარაშენიძეს ჯერ არავისთვის ჩაუბარება.

ცნობილია კიდევ ერთი ახალი ა(ა)იპ და მისი ახალი ხელმძღვანელი – „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორად თამარ ნადირაძეა დანიშნული.