primetime.ge – არასამთავრობოები მთავრობას ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის განხილვაში მოსახლეობის აზრის გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ

504

საქართველოს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას სპეციალურ მიმართვა უგზავნის და აცხადებს, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის განხილვა და გადაჭრა, ხელისუფლებამ მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

არასამთვრობოების ერთობლივი განცხადება, საზოგადოებას, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში  სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, კოტე კანდელაკმა გააცნო.

“საქართველოში მიმდინარე  დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საქართველოს შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შედეგად არსებულ მუნიციპალიტეტთა დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმარტველი ერთეულების ოდენობის განსაზღვრის საკითხს.

2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითრბის სამთვრობო კომისიამ გამოთვა მ ზადყოფნა, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ალტერნატიული წინადადებები.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორანიზაციებმა, ხელისუფლებას წარვუდგინეთ ადგილობრივი თვითმმარტველობსი რეფორმის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თვითთმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას.

კონსულტაციები გაიმართა მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჯვარში, თელავსა და ამბროლაურში მცხოვრებ მოქალაქეებთან. შეხვედრების მონაწილეთა ურმავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მოდელს, და უფრო მეტიც, შემოგვთვაზა კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები ამ მოდელის წარმატებით განხორციელებისთვის.

ასევე აღვნიშნავთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეკომენდაციას აძევს  სამთავრობო კომისია თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე არსებული დასახლებებისგან შეიქმნას ხუთი თვითმმართველი თემი. რაც გვიჩვენებს, რომ ამ ხედვას ადგილბრივ ხელისუფლებაშიც ჰყავს მხარდამჭერები.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს წინასაარჩევნო პროგრამით, 2013 წლის 1 მარტის თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიითა და საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითტმართველობის კოდექსის” გარდამავალი დებულებებით დეკლარირებული დაპირებები, განიხილოს ჩვენს მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე შეთავაზებული წინადადებები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მოსახლეობასთან მაქსიმალური დაახლოების მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.